!["მოგიწოდებთ სიფრთხილისკენ" - 112 მოსახლეობას მოსალოდნელი ძლიერი ნალექის შესახებ აფრთხილებს](/uploads/news/ამინდი_წვიმა.jpg)
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი (112) მოსახლეობას მოსალოდნელი ძლიერი ნალექის შესახებ აფრთხილებს.
112 მოქალაქეებს მოკლე ტექსტურ შეტყობინებას უგზავნის.
"2-3 ოქტომბერს საქართველოს უმეტეს რაიონებში ძლიერი ნალექია მოსალოდნელი. მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ", - წერს 112.